![Mglebi](https://source.boomplaymusic.com/group10/M00/07/31/67fb01c0df2c4403b0a92e1e52e94c0dH3000W3000_464_464.jpg)
Mglebi Lyrics
- Genre:Electronic
- Year of Release:2023
Lyrics
Თეთრი კურდღელი ცივი ამინდის ცხოველია
Გლობალურმა დათბობამ შეიძლება მათი ცხოვრება კარდინალურად შეცვალოს
Ისინი სანადიროდ
Ძირითადად ღამით გამოდიან
Რადგან ეს შავი მგლების ტერიტორიაა
Ამ ძუძუმწოვრებს მთელი ევრაზიის ტუნდრაში
Ტაიგასა და ალპურ რეგიონებში ვხვდებით
Მათი კვალი ასევე გავრცელებულია საქართველოს მთიან რეგიონებში და თბილისის Შემოგარენშიც კი
Შარშან ზამთარში
Კერნგორმის მთებში ვლაშქრობდი
Დიდ თოვლში წავბარბაცდი
Უეცრად ჩემგან
Დამფრთხალმა ტუნდრის გნოლმა
Ფრთების შხუილით
Დატოვა
Თავისი ადგილსამყოფელი
Როდესაც ჩემი ნაბიჯის ხმა შემოესმათ
Შავბეწვიანი მგლები
Მყინვარულ ცირკზე გადმოეშვნენ
Სხარტად
Ზვავის პირველი ნამცეცებივით
Სანამ შეტრიალდებოდნენ
Და მსუბუქად
Გადასრიალდებოდნენ
Ქედს იქით
Მგელი, ძაღლისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია
Აღნიშნული ოჯახი არის ერთ-ერთი მტაცებელთა კლასის შემადგენელი შვიდი სახეობიდან
Დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გავრცელებული
Ეგრეთწოდებული წითური მგელი (კანის რუფუს) და რუხი მგელი (კანის ლუპუს)
Რუხი მგლის რამდენიმე ჯიში არსებობს
Ჩრდილოეთის, ანუ არქტიკული მგელი,
Ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მგელი
Ცენტრალური აზიის სტეპების მგელი
Და ჩვეულებრივი მგელი
Რომელიც დღესაც ბინადრობს აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ტერიტორიებზე
Სტეპის მგელს თხელი
Მოხდენილი სხეული აქვს
Და ღია შეფერილობა
Გარეგნულად იგი ძალიან ჰგავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ რუხ Მგელს
Არქტიკული მგელი კი ბევრად დიდია და სქელი
Თეთრი ბეწვი აქვს
Მგლების ხროვებს შორის დაპირისპირება მუდმივად ხდება
Ამიტომ არასასურველი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად
Მგლები ხშირად ყმუიან
Რითიც დაპირისპირებულ ხროვას ამცნობენ თავიანთ ადგილსამყოფელს
Და აფრთხილებენ რომ მოერიდონ
(ᲛᲒᲚᲘᲡ ᲧᲛᲣᲘᲚᲘ)
Რადგან არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს თუ ხროვა ერთმანეთს პირისპირ გადაეყარა
(ᲞᲘᲠᲘᲡᲞᲘᲠ ᲒᲐᲓᲐᲧᲠᲘᲡ ᲰᲔᲠᲝᲘᲙᲣᲚᲘ ᲛᲣᲡᲘᲙᲐ)
Ასე და ამგვარად
Ხშირ შემთხვევაში მგლების ხროვა სიჩუმეს ამჯობინებს
Ჩასაფრების მიზნით
Ასეთი მოქმედება ახასიათებთ
Იმ მგლებს რომლებიც ბინადრობენ
Ისეთ მიდამოებში
Სადაც თავისუფალი ტერიტორიები იშვიათია
Და მის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო
Მგელი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია
Მას შეუძლია იკვებოს ყველაფრით
Რის დაჭერასაც მოახერხებს
Ზაფხულში მგლის საკვებს წარმოადგენს ჩიტი, ბაყაყი, ხოჭო
Ხშირად მგელი იკვებება ლეშითაც
Ნადირობისას მგელი ამჯობინებს დიდი ზომის მსხვერპლს
Რათა სრულად აინაზღაუროს დახარჯული ენერგია
Თუმცა თუ ადამიანს ბუნებაში ცეცხლი უნთია
Მას ძლიერ ეშინია
Და როგორც წესი თავს აარიდებს